მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 15-20 წუთის სავალზე. სასტუმროს მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე შესაძლებელია ტურისტული მოგზაურობის მოწყობა ქალაქ გარეთ და მაღალმთიან აჭარაში. "მარანი” ბათუმში არის ერთ-ერთი ქართული ტრადიციული სასტუმრო. სადაც ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინოები და საუკეთესო კახური ჭაჭა. (სასტუმროს აქვს საკუთარი ვენახი კახეთში, სადაც მზადდება ქვევრის სხვადასხვა ჯიშის ღვინო და იხდება ჭაჭა). სასტუმრო 5 სართულიანია. განთავსებულია სულ 20 ნომერი (12 სტანდარტული, 4 ნახევრად-ლუქსი და 4 ლუქსი). ოთახები აღჭურვილია კონდენციონერით, ტელევიზორით, უფასო WI-FI ინტერნეტით, ცენტრალური გათბობით და სველი წერტილებით. სასტუმროში მუშაობს ბარი, სადაც შეიძლება ღვინის დეგუსტაცია. სასტუმრო ”მარანი” იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, ასევე ახლად დაქორწილებულთათვის.