საოჯახო სასტუმრო ოქროპილაური ტურისტული კომპლექსი მდებარეობს ბათუმიდან 65 კმ-ში. ორი მდინარის აჭარისწყლისა და ჩირუხის წყლების შესაყართან სოფელ ოქროპილაურში (შუახევის მუნიციპალიტეტი), ხის კოტეჯები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, თითოეული ბინა აღჭურვილია კონდიციონერით, სამზარეულოთი, აივნით და სველი წერტილით.
სტუმრების განკარგულებაშია დიდი ეზო, ბაღი, ტალავერი, მთის და მდინარის ხედები, მწვადის შესაწვავი აქსესუარები და WiFi. კომპლექსის ტერიტორიაზე არის ღვინის მარანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ჩვენს მიერ წარმოების ღვინო და ჭაჭა.
ოქროპილაურის ტურისტულ კომპლექსში სტუმრებისთვის შესაძლებელია თევზაობა და ბანაობა, აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი, ოქროპილაურის 12-13 საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნახვა და 2 კილომეტრიანი საფეხმავლო მთის ბილიკის გავლა.