სასტუმრო მარანი 3* მდებარეობს ძველ ბათუმში, ზღვიდან ფეხით 20-25 წუთის სავალზე. სასტუმროს მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ქალაქის ღირსშესანიშნაობები. სასტუმრო 6 სართულიანია, მეშვიდე სართულზე ღია ტერასა, განთავსებულია 40 ნომერი:
22 - ორადგილიანი სტანდარტული
12 - სამადგილიანი სტანდარტული
2 - ერთადგილიანი სტანდარტული
4 - აპარტამენტი სამზარეულოთი (მაქს. განთავსება 5 პერსონაზე)
სასტუმრო გთავაზობთ სტუმრებისთვის საუზმეს - შვედური მაგიდა.
სასტუმროში მუშაობს სადეგუსტაციო ღვინის მარანი
ღვინის დეგუსტაცია ყოველდღე 19:00 საათზე
სასტუმროს მეექვსე სართულზე არის ღვინის რესტორანი ბათუმის პანორამული ხედებით. მეშვიდე სართულზე, ღია სივრცე ძველ ქალაქს გადაჰყურებს.