ღვინის სადეგუსტაციო მარანი მდებარეობს ბათუმში სასტუმრო მარანში (გიორგი ბრწყინვალეს ქ. 24). ჩვენს ღვინის მარანში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაკრეფილი ვაზის უნიკალური ჯიშების ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, ქისი, ცოლიკაური, ჩხავერი, საწური, უსახელაური, ალექსანდრეულ-მუჯურეთული (ხვანჭკარა), ოჯალეში. ღვინოები მზადდება კახური (ქვევრში), იმერული და კლასიკური ტექნოლოგიებით. კომპანიას აქვს საკუთარი ვენახები როგორც კახეთში, ასევე მთიან აჭარაში.

 

დეგუსტაციები ტარდება ყოველდღე 19.00 საათზე, ტურისტული ჯგუფებისათვის დეგუსტაციის დრო შეთანხმებით). დეგუსტაციის პერიოდში სტუმრები აგემოვნებენ 6-7 სახეობის ღვინოს, ჭაჭას და კონიაკს, ასევე ღვინოსთან წასახემსებელს. სტუმრებს დეგუსტაციის შემდეგ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ჩვენს მიერ დამზადებული ღვინოები. 

 

სასტუმრო მარანის მე-6 სართულზე მუშაობს ღვინის რესტორანი, მე-7 სართულზე ღია ტერასა, საიდანაც იშლება ბათუმის უნიკალური ხედები.