ქალაქ ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს №24 ში სასტუმრო „მარანში“ არის მიწისქვეშა ღვინის სადეგუსტაციო მარანი. სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები
მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 15-20 წუთის სავალზე. სასტუმროს მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე შესაძლებელია ტურისტული მოგზაურობის მოწყობა ქალაქ გარეთ და მაღალმთიან აჭარაში.